კომპანიის შესახებ
PayBox ქართულ, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მფლობელობაშია საქართველოში პირველი სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდი, რომელიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 8 000-ზე მეტ წერტილს ფლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბრენდი PayBox 2008 წელს შეიქმნა, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები და მას შემდეგ კომპანიამაც დაიწყო ქსელის გაფართოება; გაიხსნა პირველი წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 2009 წელს კომპანიამ PayBox-ების რაოდენობა 300 ერთეულამდე გაზარდა და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო. |
2014 წელს კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ახალი უნიკალური ტიპის სწრაფი ჩარიცხვის თვითმომსახურების ტერმინალი „ჯიხური“, რომელიც თავისი უნიკალური დიზაინითა და ფუნქციებით დამატებით კომფორტს სთავაზობს მომხმარებლებს გადახდის პროცესში. 2017 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად არასაბანკო გადახდების სფეროში კომპანია ფლობდა ბაზრის 41%-ს და მომხმარებელს სთავაზობდა 850-მდე მომსახურების გადახდის შესაძლებლობას 6500-მდე გადახდის წერტილში. 2018 წელს კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, ასევე შეიცვალა კომპანიის დასახელება და სს ნოვა ტექნოლოჯი გახდა სს ოპპა. PayBox უკვე 18 წელია აგრძელებს მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელთათვის სწრაფი, მარტივი და სანდო გადახდების მომსახურების მიწოდებას ქვეყნის ყველა რეგიონში ჯამში 8,000 ტერმინალზე მეტითა და 1000-მდე სერვისით. |