საიტის გამოყენების პირობები

აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს სს „ნოვა ტექნოლოჯის“ საკუთრებას.

ძვირფასო მომხმარებელო! გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვებგვერდით სარგებლობის პირობებს, რომელიც წარმოადგენს მომხმარებელსა და სს „ნოვა ტექნოლოჯის“ შორის ჩარჩო ხელშეკრულებას, შემდგომში „ხელშეკრულება“.

წინამდებარე ვებ გვერდის სარგებლობისას, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ განუხრელად დაიცვათ ყველა ქვემოთხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება თქვენ მიერ ჩვენი სერვისით სარგებლობა და სხვა მომსახურების პირობები. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჩვენი სერვისით სარგებლობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგადი პირობების გარდა კონკრეტული მომსახურების მიღებისას შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული და სპეციფიკური წესები, რომლის შესახებაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტული მომსახურების მიღების პროცესში. ზოგად პირობებსა და სპეციალურ პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ ხელშეკრულების პირობებს.

თქვენს მიერ ჩვენთვის გადასახდელი/გადახდილი ყველა საკომისიოს და მათი გამოთვლის პრინციპების გასაცნობად გადადით ბმულზე.

გაუქმებულ დილერებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

1.ზოგადი პირობები

1.1 ტერმინთა განმარტება:

მომსახურება - საგადახდო ან/და სხვა მომსახურება;

ჩარჩო - ხელშეკრულება - წინამდებარე დოკუმენტი, შემდგომში „ხელშეკრულება“;

ვებ-გვერდი - WWW.PAYBOX.GE

ანგარიში - ელექტრონული ანგარიში, საგადახდო ინსტრუმენტი ტექნიკური საშუალება რომელიც იძლევა ელექტრონული ფულის გამოყენების საშუალებას;

მიმღები - პირი, რომელსაც სს „ნოვა ტექნოლოჯი“ უწევს საგადახდო მომსახურებას

1.2. ვებგვერდით და ჩვენი სხვა მომსახურებით სარგებლობისას თქვენ:

  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, ან 7დან 18 წლამდე პირი და გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისაგან დადოთ ხელშეკრულება, მიიღოთ სერვისის საშუალებით მომსახურება და განკარგოთ შესაბამისი თანხები;
  • განუხრელად დაიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სერვისით სარგებლობის პირობებს;
  • წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულად და ზუსტად, რათა ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით;
  • დაიცავთ საავტორო და ინტელექტუალურ უფლებებს, არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის სრულად ან რაიმე ნაწილის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და მიზნებისათვის;
  • მკაცრად დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის ან ნებისმიერი რეკვიზიტის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას, არ გაუმჟღავნებთ ნებისმიერ მესამე პირს თქვენი გვერდის უსაფრთხოების ანგარიშის რეკვიზიტებს, რათა დაცული იყოს თქვენს პირად ანგარიშზე არსებული აქტივი და ინფორმაცია;
  • ადასტურებთ, რომ გეკუთვნით ან ფლობთ ყველა საჭირო უფლებას, ნებართვას საიმისოდ, რომ გამოიყენოთ და ნება დართოთ Paybox.ge-ს, რათა მან გამოიყენოს ნებისმიერი თქვენ მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებისა და ინფორმაციის დაცვის პოლიტიკის წესების შესაბამისად (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე);
  • ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას არ გამოიყენებთ პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის მოსაპოვებლად და კომერციული მიზნების მისაღწევად, მათ შორის ანგარიშთა სახელწოდებებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს ან სხვა მსგავს ინფორმაციას;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც მიმართულია სხვა მომხმარებლის პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის, მათ შორის ანგარიშის უსაფრთხოების კოდების გაგებისაკენ და სხვა მომხმარებლის პირადი აქტივის განკარგვისაკენ;
  • არ გაასაღებთ თავს სხვა მომხმარებლად ან არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს და გვერდს;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებგვერდის ან მომსახურების გამართულ ფუნქციონირებას;
  • არ განახორციელებთ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ასევე რეკლამირებას ჩვენი ვებგვერდის ან მომსახურების მეშვეობით;
  • ვებგვერდს ან მომსახურებას არ გამოიყენებთ იმისათვის, რომ შექმნილ იქნეს არასასურველი სპამი ან ელექტრონულ ფოსტაზე გასავრცელებელი რეკლამა;
  • არ განახორციელებთ კანონით აკრძალულ ისეთი ქმედება(ს), როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორისტთა/ტერორიზმის დაფინანსება ან ხელშეწყობა, იარაღის შესყიდვა და ა.შ.;
  • არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც აკრძალულია კანონმდებლობით, ამ ხელშეკრულებითა და მსგავსი ვებგვერდების საშუალებით მომსახურების მიღებისათვის დამკვიდრებული წესებით.
2. პასუხისმგებლობა

2.1 ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხიმგებლობას მომხმარებლის მიმართ ნებისმიერი და ყველა ზიანის, ზარალის, სარჩელის, ვალდებულებების და ხარჯებისათვის, რაც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი მიზეზით.

2.2 პასუხისმგებლობა გვეკისრება მხოლოდ გადახდის ოპერაციის შეუსრულებლობის, არასწორად ან/და ვადის დარღვევით შესრულების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ ჩვენი ბრალით და მიზეზით;

2.3 პასუხს არ ვაგებთ ზიანისთვის ან შედეგისათვის, რომელიც გამოწვეულია თქვენი მიზეზით ან ბრალეული ქმედებით, ასევე თქვენს მიერ ანგარიშთან დაკავშირებული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობის შემთხვებში.

2.4 თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია თქვენს მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით, მოპარული ან დაკარგული ანგარიშით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციის (მათ შორის არაავტორიზებული) შედეგებზე „საქართველოს სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. ფუნქციონირება

3.1 ყურადღებით გაეცანით საგადახდო დავალების შესრულებისთვის აუცილებელ ინფორმაციას და სწორედ შეიყვანეთ რეკვიზიტები. თქვენს მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ჩვენ არ გვეკისრება.

3.2 გადახდის შესრულებისას, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ იხდით კონკრეტული მიმღების მომსახურების ან პროდუქციის საფასურს. როგორც კი დააფიქსირებთ გადახდას და აირჩევთ სასურველი გადახდის ფორმას, საბანკო ბარათზე ან ანგარიშზე დაიბლოკება შესაბამისი ოდენობის თანხა. თუკი რაიმე ხარვეზის გამო (მაგალითად ტექნიკური ხარვეზი ოპერატორის მხრიდან), დროულად არ მოხდება სერვისის მიწოდება, ჩვენი სისტემა მიმართავს მიმღებს ან პარტნიორ ბანკს (ვისი საშუალებითაც განხორციელდა გადახდა) და აგზავნის მოთხოვნას მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე თანხის განბლოკვის/დაბრუნების თაობაზე, (იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა საბარათე ანგარიშიდან ). იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა ელექტრონული ანგარიშიდან თანხა დაგიბრუნდებათ ამავე ანგარიშზე. ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი თანხის უკან დაბრუნების პროცესის სისწრაფეზე. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას არსებული შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ჩავერთოთ პროცესის დაჩქარებაში. თანხები, რომლებიც ჩაირიცხა თქვენი მითითებით და მოთხოვნით თქვენს მიერ არჩეულ სერვისზე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ სერვისის მომწოდებელი უარს გვეუბნება წარმატებით შესრულებული გადახდის გაუქმებაზე. გადახდა მიღებულად ითვლება თქვენს მიერ გადახდის შესაბამის ღილაკზე დადასტურების მომენტიდან.

3.3 თქვენ უფლება გაქვთ დაიბრუნოთ ჩვენი ბრალით გამოწვეული არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხა, ხელშეკრულებით დადგენილი წესების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და თქვენ შეგვატყობინეთ ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში, ხოლო პირდაპირი დებეტის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის წესით დადგენილ ვადაში.

3.4 არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შემთხვევაში გვიკავშირდებით ცხელ ხაზზე: (+032) 220 30 00 ან (+032) 224 45 00. გვატყობინებთ არაავტორიზებული ან არასწორედ შესრულებული ოპერაციის შესახებ და გვაწვდით შემდეგ ინფორმაციას: აბონენტის ნომერს (კოდი, რომელიც შეიყავნეთ არჩეულ საგადახდო მომსახურებაზე), ჩარიცხული თანხის ოდენობას და მიმღების დასახელებას ვის სასარგებლოდაც მოხდა გადახდის მიღება. კანონმდებლობის და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნების ან არ დაბრუნების შესახებ, რომელიც გეცნობებათ. დადებითი გადაწყვეტილები მიღების შემთხვევაში შეგატყობინებთ საკონტაქტო ინფორმაციას (მისამართი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი), სადაც/ ვისგანაც პირადობის მოწმობის საფუძველზე შეძლებთ მიიღოთ თანხა. თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის გადარიცხვა თქვენს მიერ შემოთავაზებულ მიმღების ანგარიშზე.

4. ანგარიშის უსაფრთხოების ზომა

4.1 თქვენ ვალდებული ხართ ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი ელექტრონული ანგარიშის ნებისმერი რეკვიზიტები (ტელეფონის ნომერი, პაროლი, ელ ფოსტის მისამართი და სხვა) და არანაირი ფორმით არ გაუმჟღავნოთ იგი ნებისმიერ მესამე პირს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეკომენდირებულია:

  • პერიოდულად შეცვალეთ თქვენი პაროლი.
  • არ ჩაიწეროთ ან სხვაგვარად შეინახოთ თქვენი ანგარიშის რეკვიზიტები, რათა ადვილად ხელმისაწვდომი არ გახდეს მესამე პირისთვის
  • არ აირჩიოთ ადვილად გამოსაცნობი ან რაიმე მნიშვნელობის მქონე პაროლი, რომელიც შესაძლებელია ადვილად გამოსაცნობი იქნას სხვა პირის მიერ;
  • რეგისტრაციისას მითითებული მობილურის ნომერი შეინახეთ უსაფრთხოდ, რადგან მობილურის ნომრით შესაძლებელია ავტორიზაცია ანგარიშზე (sms ავტორიზაცია).

4.2 თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეცვალოთ თქვენი პაროლი და დაგვიკავშირდეთ, იმ შემთხვევაში თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენს ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული.

4.3 თქვენ ასევე ვალდებული ხართ მიიღოთ ყველა გონივრული ზომა და უზრუნველყოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშების დაცვა. შეამოწმეთ და დარწმუნდით, რომ თქვენი ელექტრონული ფოსტის ანგარიშები არის დაცული და სარგებლობთ მხოლოდ თქვენ, რადგან თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პაროლის აღსადგენად. იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელექტრონული ფოსტა იქნა უკანონოდ გამოყენებული, თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ გვაცნობოთ ჩვენ და თქვენი ელექტრონული ფოსტის სერვის პროვაიდერს.

4.4 თუ თქვენ ანგარიშით სარგებლობისათვის იყენებთ საჯარო ან საერთო მოხმარების კომპიუტერს, ან მესამე პირის მობილურ ტელეფონს, თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ, რომ თქვენი ანგარიშზე წვდომის მონაცემები არ შეინახება ვებ ბრაუზერში ან ქეშში. თუ თქვენ იყენებთ თქვენს პირად კომპიუტერს, ასეთ შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ უზრუნველყოთ, რომ მხოლოდ თქვენ სარგებლობდეთ აღნიშნული კომპიუტერით. თქვენ ვალდებული ხართ არასდროს გამოიყენოთ კომპიუტერის ნებისმიერი ისეთი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ანგარიშზე წვდომის მონაცემების ან პაროლების კომპიუტერზე შენახვა და დამახსოვრება. მუშაობის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ პროგრამიდან მხოლოდ "Logout"-ის (გამოსვლა) ღილაკზე დაჭერით

4.5 ანგარიშით სარგებლობისას არ გამოიყენოთ საერთო სარგებლობის ინტერნეტი (მაგ. Tbilisi loves you)

4.6 თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ ანგარიშით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ჩვენს მიერ მოწოდებულ ციფრული, პროგრამული ან სხვა სახის ციფრული თუ ელექტრონული წვდომის საშუალებებს ან აღნიშნულ საშუალებებთან დაკავშირებულ ყველა სახის კოდებს.

4.7 სხვა დამატებით პროდუქტებს ან მომსახურებებს, რომელთა გამოყენების უფლებაც გაქვთ თქვენ, შესაძლებელია ჰქონდეს უსაფრთხოების სხვა დამატებითი მოთხოვნები და თქვენ ვალდებული ხართ გაეცნოთ ასეთ მოთხოვნებს;

4.8 თქვენი ანგარიშის უსაფრთოხების მიზნით, ვებ გვერდზე შესვლამდე დარწმუნდით, რომ იმყოფებით შემდეგ ინტერნეტ გვერდზე: https://www.paybox.ge აღნიშნულის გადამოწმება შეგიძლიათ ვებ–ბრაუზერზე არსებულ, ან გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულ ბოქლომზე დაჭერით, სადაც იღებთ ინფორმაციას უსაფრთხოების სერტიფიკატის შესახებ;

4.9 არ შეინახოთ კონფიდენციალური ინფორმაცია (მომხმარებლის სახელი, პაროლი, ავტორიზაციის კოდი) კომპიუტერში, ინტერნეტში ან მობილურში პაროლით დაუცველ ფაილებში;

4.10 არ გააგზავნოთ კონფიდენციალური ინფორმაცია ელ. ფოსტით. ჩვენ არასდროს მოგთხოვთ ასეთი ინფორმაციის სრულად გაგზავნას ელ. ფოსტით; თუ თქვენ მიიღებთ მსგავსი მოთხოვნის შემცველ წერილს, დაუყონებლივ დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე (+032) 2 20 30 00; (+032) 224 45 00, გვაცნობეთ აღნიშნულის შესახებ და წაშალეთ წერილი.

4.11 სერვისით სარეგებლობისას ისარგებლეთ ლიცენზირებული პროგრამებით.

4.12 შემოთავაზებული უსაფრთხოების პირობების დაცვა მნიშვნელოვანია თქვენი ანგარიშის უსაფრთხოებისთვის, რადგან არ მოხდეს თქვენი ანგარიშის დაკარგვა, მოპარვა, სხვის მიერ უკანონოდ მითვისება ან არასანქცირებული გამოყენება.

4.13 თქვენს მიერ ანგარიშის უსაფრთოების პირობების დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი:

  • თქვენს ანგარიშს დაეუფლოს მესამე პირი, რამაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფინანსური ზარალი, პირადი ინფორმაციის გავრცელება/გამოყენება.
  • ელექტრონული ფოსტის ანგარიშის დაუცველობამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის დაუფლება თქვენს ანგარიშზე, რადგან ელექტრონული ფოსტა გამოიყენება პაროლის აღსადგენად.

4.14 თქვენს მიერ ზემოაღნიშნულ ნებისმიერი უსაფრთხოების ზომების დაუცველობის შემთხვევაში ჩვენ პასუხს არ ვაგებთ.

4.15 ჩვენ უფლება გვაქვს დავბლოკოთ/შევაჩეროთ თქვენი ანგარიში, თუ ადგილი ექნება თქვენს მიერ ანგარიშის გამოყენების ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

5. მომსახურების მიღებისა და ანგარიშის გამოყენების პირობები

5.1 ჩვენი მომსახურების მიღება ვებგვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია საქართველოში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ არ დავუშვათ ან სხვა სახით შევზღუდოთ ჩვენი მომსახურების მიღება.

5.2 ანგარიშთან დაკავშირებით ვალდებული ხართ დაიცვათ შემდეგი პირობები:

5.2.1 ანგარიში გამოიყენოთ ამ ანგარიშისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად;

5.2.2 დაიცვათ ანგარიშის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოთ ამ ანგარიშის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;

5.2.3 ანგარიშის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღმოჩენიდან შეგვატყობინოთ უმოკლეს ვადაში.

5.3 ანგარიშთან დაკავშირებით ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ შემდეგი პირობები:

5.3.1 მივიღოთ ყველა შესაძლო ზომა ანგარიშის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;

5.3.2 არ გავხადოთ ანგარიშის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ამ ანგარიშის მფლობელისა;

5.3.3 გაგაცნოთ ანგარიშის უსაფრთხოების მოთხოვნები;

5.3.4 უზრუნველვყოთ თქვენს მიერ 5.2.3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ნებისმიერ დროს მიღება უშუალოდ თქვენგან ან თქვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული პირისგან. მოთხოვნის შემთხვევაში გიდასტურებთ შეტყობინების მიღებას, თუ შეტყობინების მიღებიდან გასული არ არის 18 თვეზე მეტი; მომხმარებლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველვყოფთ ანგარიშის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.

6. შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებაზე

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ ამ ვებგვერდით მიწოდებული მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე. ჩვენგან ვერ მიიღებთ იმ მომსახურებას, რომელიც ჩვენი აზრით არღვევს კანონმდებლობას. ამასთანავე, თქვენ გეკრძალებათ ჩვენი სისტემების ან ამ ვებგვერდის ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაშიც შეუზღუდავად შედის ჩვენს სისტემებში არასანქცირებული შესვლა, პაროლის არასათანადო გამოყენება ან ვებსაიტზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენება. თქვენ თანხმობას აცხადებთ იმაზე, რომ ჩვენ უფლება გვაქვს ხელშეკრულების ფარგლებში თქვენს მიერ მიწოდებული და ჩვენს მიერ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია, (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი და სხვა), გავუმჟღავნოთ და გადავცეთ: 1. ჩვენთან აფილირებულ ნებისმიერ პირს და მის უფლებამოსილ წარმომადგენელს 2. ნებისმიერ სხვა პირს ან ორგანიზაციას თქვენი თანხმობით; და 3. შესაბამის პირს ან ორგანოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემის უფლების ან ვალდებულების არსებობისას. თქვენს მიერ ამ ვებგვერდით სარგებლობა ან ნებისიმიერი ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა თქვენ მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად. ჩვენ უფლება გვაქვს დავამუშავოთ თქვენი პერსონალური მონაცემები.

7. ხარჯვის ლიმიტი

7.1 ანგარიშის გამოყენებით საგადახდო მომსახურების განხორციელებისას დადგენილია შემდეგი სახის ლიმიტები:

7.1.1 თუ ხართ არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი შეგიძლიათ საქართველოს ფარგლებში ერთჯერადად განახორციელოთ არაუმეტეს 140 (ასორმოცი) ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში გადახდა. 24 საათის განმავლოვლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში გადახდა.

7.1.2 თუ ხართ არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი შეგიძლიათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთჯერადად განახორციელოთ არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში გადახდა. 24 საათის განმავლოვლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში გადახდა.

7.1.3 თუ ხართ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული მომხმარებელი შეგიძლიათ ერთჯერადად განახორციელოთ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტის უცხოურ ვალუტაში გადახდა. 24 საათის განმავლოვლობაში შეგიძლიათ განახორციელოთ არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში გადახდა.

7.2 აღნიშნული ლიმიტები შეისაძლებელია შეიცვალოს თქვენი ზეპირი/წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

7.3 კონკრეტული საგადახდო მომსახურებაზე შეიძლება დაწესებული იყოს განსხვავებული ხარჯვის ლიმიტი, რაზეც გეცნობებათ უშუალოდ გადასახადის განხორციელებისას.

7.4 თუ თქვენ ხართ არაიდენტიფიცირებული მომხმარებელი თქვენს ელექტრონულ ანგარიშზე დროის ნებისმიერ მომენტში შეუძლებელია შენახულ იქნეს ელექტრონული ფული, რომლის ოდენობა აღემატება 1500 ლარს ან მის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში.“(იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ელექტრონულ ანგარიშზე არსებული თანხა გადააჭარბებს აღნიშნულ ლიმიტს ანგარიშის შემდგომი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თქვენს მიერ იდენტიფიკაციის პროცედურის დადგენილი წესით გავლის შემდგომ).

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებგვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების გამო.

9. ინტელექტუალური საკუთრება

9.1 ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და შემცველობა დაცულია ინტელექტუალური უფლებებით (მათ შორის საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები). აკრძალულია ამ ვებგვერდის შემცველობის უნებართვოდ მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, კოპირება, გადაცემა ან შენახვა. აკრძალვა არ ეხება კომპიუტერში შენახვას ან ამობეჭდვას მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. ციტირების შემთხვევაში აუცილებელია კანონმდებლობით დადგენლი საავტორო უფლებების დაცვა. დაუშვებელია ვებგვერდზე არსებული სავაჭრო ნიშნების და ლოგოების რეპროდუცირება, გამოქვეყნება ან გავრცელება შესაბამისი წინასწარი ნებართვის გარეშე უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

10. შესაძლო ხარვეზები

10.1 ვებგვერდზე შესვლის შეფერხება შეიძლება გამოწვეულ იქნეს:

10.1.1 აღჭურვილობის გაუმართაობით, მათ შორის და არა მხოლოდ, კომპიუტერების, სერვერების, ქსელების, ტელეკომუნიკაციის ხაზების და კავშირგაბმულობის, სხვა ელექტრონული და მექანიკური აღჭურვილობის გაუმართაობით;

10.1.2 პროგრამების გაუმართაობით;

10.1.3 სისტემის გადატვირთულობით;

10.1.4 ელექტროდენის ან სხვა კომუნალური მომსახურების მიწოდების მთლიანი ან ნაწილობრივი შეფერხებით;

10.1.5 ზიანით, რომელიც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, უამინდობით, უბედური შემთხვევით, ომით, აჯანყებით, არეულობით, ტერორისტული აქტით, სამოქალაქო მღელვარებით, მთლიანი თუ ნაწილობრივი გაფიცვით ან შრომითი პროცესის სხვა შეფერხებით;

10.1.6 მთავრობის ან კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით ან ადამიანის სხვაგვარი ჩარევით;

10.1.7 ან ნებისმიერი სხვა მიზეზით (იქნება ეს ზემოთ ჩამოთვლილის მსგავსი თუ არამსგავსი), რომელიც არ არის ჩვენს მიერ კონტროლირებადი.

10.2 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებგვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებგვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებგვერდის გამოყენებისაგან/ მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად თქვენ მაინც აგრძელებთ ვებგვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკზე პასუხიმგებელი ხართ თქვენ.

11. სხვა საიტებთან დამაკავშირებელი ბმულები

11.1 ჩვენს ვებ გვერდზე შესაძლებელია არსებობდეს ბმულები, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაუკავშირდეთ სხვა ვებგვერდებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ჩვენის მხრიდან არანაირად არ გულისხმობს: სხვა ვებგვერდებზე შესვლის რეკომენდაციას; სხვა ვებგვერდების ან მათი მეშვეობით შემოთავაზებულ პროდუქტების, მომსახურებების, მოსაზრებების, იდეების ან ინფორმაციის ნამდვილობის, ხარისხის ან სანდოობის დადასტურებას. ასევე, ჩვენ არ გაძლევთ გარანტიას, რომ ეს საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ისეთი პრეტენზიებისგან, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს ან მესამე პირების უფლებების სხვა დარღვევებს. ჩვენ ასევე არ გაძლევთ გარანტიას, რომ ასეთი საიტი ან მისი შემცველობა თავისუფალია ვირუსებისგან ან სხვა სახის დამაზიანებელი ფაქტორებისგან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სხვა ვებგვერდებს შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი ვებგვერდისგან განსხვავებული უსაფრთხოების პოლიტიკა ან უსაფრთხოების სხვა პრაქტიკა, რის გამოც აუცილებელია გაეცნოთ ამ სხვა საიტების პოლიტიკას მანამ, სანამ გაცვლით თქვენ პირად ინფორმაციას.

12. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა

12.1 წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა მოიცავს Paybox.ge ვებ-გვერდთან (იგულისხმება „ვებ-გვერდი“, რომელიც განთავსებულია შემდეგ ვებმისამართზე: www.paybox.ge) დაკავშირებული ინფორმაციის დაცვის საკითხებს. ჩვენ მიზნად ვისახავთ თქვენი ინფორმაციის დაცვას ონლაინ სივრცეში. გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკას, რათა გაიგოთ, თუ რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან („მომხმარებელი“) და როგორ ვიყენებთ მას. ინფორმაციის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე info@paybox.ge.

13. მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და მისი გამოყენების პირობები

13.1 იმისათვის, რომ სრულად და შეუზღუდავად ისარგებლოთ თქვენი ელექტრონული ანგარიშით აუცილებელია გაიაროთ იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურა. ჩვენ შეიძლება გთხოვოთ თქვენს შესახებ გარკვეული ინფორმაციის წარმოდგენა (როგორიცაა თქვენი სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სქესი, დაბადების თარიღი და სხვა), როდესაც თქვენ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით ერთვებით რაიმე აქტივობაში, როგორც მაგალითად, ანგარიშის გახსნა, ჩვენთან ან ჩვენს პარტნიორებთან მომსახურების შეძენა. მომსახურების ან პროდუქტის საფასურის გადახდისას ჩვენ შეიძლება ასევე გთხოვოთ წარმოადგინოთ თქვენი საბანკო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, აუთენტურობის კოდი ან სხვა შესაბამისი ინფორმაცია. ეს უკანასკნელი არ ინახება ჩვენს ვებგვერდზე, რადგან გადახდა ხდება ჩვენი პარტნიორი ბანკის დაცული გვერდიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება თქვენი საბანკო ბარათის ინფორმაციაზე.

13.2 ვერიფიცირებული ინფორმაცია არის გადამოწმებული ინფორმაცია, რომელიც იძლევა პირის იდენტიფიკაციის საშუალებას. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს მოგთხოვოთ ვერიფიკაციის გავლა, რაც გულისხმობს თქვენს ანგარიშში თქვენს მიერ სავალდებულო პირადი ინფომაციის შევსებას (პირადი ნომერი და დაბადების თარიღი), რომლის გადამოწმებას ვახდენთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ვერიფიკაციის გავლა დასრულდება წარმატებით.

13.3 ვალდებული ხართ გაიაროთ ვერიფიკაცია, თუ თქვენ მიერ:

13.3.1 საქართველოს ფარგლებში ერთჯერადი გადახდის ოპერაცია აღემატება 140 ლარს;

13.3.2 24 საათში გადახდის ოპერაციების ჯამური რაოდენობა აღემატება 1500 ლარს;

13.3.3 საქართველოს ფარგლებს გარეთ ერთჯერადი გადახდის ოპერაცია აღემატება 70 ლარს;

13.3.4 საქართველოს ფარგლებს გარეთ 24 საათში გადარიცხვების ჯამური რაოდენობა აღემატება 350 ლარს;

13.3.5 ანგარიშის ბალანსის ერთჯერადი შევსების დროს თანხა აღემატება 1500 ლარს.

13.4 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ხდება კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაცია, იდენტიფიკაციისას ადგილზე წარმოადგენთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტს და გაივლით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის მიერ დადგენილ პროცედურებს. საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების და უსაფრთხოების გათვალისწინებით ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ იდენტიფიკაციის გავლა. იდენტიფიკაციის პროცედურა არის ვერიფიკაციის შემდგომი ეტაპი, რომელიც ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და კანონის შესაბამისად საქართველოში ცხოვრების უფლების მქონე პირებზე.

13.5 არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია არის ინფორმაცია, რომელიც არ ახდენს კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიკაციას. ამ სახის ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს იმ ბრაუზერის სახეობას, რომელსაც თქვენ იყენებთ და თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის „IP“ მისამართს. ჩვენ ან/და ჩვენს მიერ უფლებამოსილ მესამე მხარე მომსახურების პროვაიდერებს და მარეკლამირებელ პირებს შეუძლიათ ავტომატურად მიიღონ ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც თქვენ იმყოფებით ჩვენს ვებგვერდზე.

13.6 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ ხდება თქვენგან მიღებული პირადი და არაპირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დამუშავება, რაც გულისხმობს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით თქვენგან მიღებულ მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება მარკეტინგული მიზნებისათვის თანახმად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ პუნქტისა. ყოველივე ზემოაღნიშნული გამიზნულია თქვენთვის გასაწევი მომსახურების გასაუმჯობესებლად.

13.7 ინფორმაციის განახლება და შეცვლა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (გარდა ვერიფიცირებული მონაცემებისა.) ვებგვერდზე თქვენი ანგარიშის შესაბამის განყოფილებაში შესვლით ან თქვენი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ განაახლოთ თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს ანგარიშზე არსებული ინფორმაციის წაშლა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ძველ ტრანზაქციებს, თქვენ ვერ წაშლით ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია ვებგვერდზე განხორციელებულ ძველ ტრანზაქციებთან. გარდა ამისა, ჩვენთვის შეიძლება შეუძლებელი გახდეს მთელი თქვენი ინფორმაციის წაშლა, რადგან ჩვენ პერიოდულად ვახდენთ ინფორმაციის დარეზერვებას. თქვენი საბანკო ბარათის შესახებ ინფორმაცია არ ინახება ჩვენთან იგი განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.

13.8 მომხმარებლის არჩევანი ინფორმაციის შეგროვებასა და გამოყენებაზე. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისაგან. თუმცა ინფორმაციის წარმოდგენა შეიძლება აუცილებელი გახდეს, თუ თქვენ ჩაერთვებით ვებგვერდზე არსებულ რაიმე აქტივობაში.

13.9 ინფორმაციის უსაფრთხოება. ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების მრავალ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია. ჩვენ გირჩევთ, რომ მესამე პირებს არ გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე ინფორმაცია თქვენს საბანკო ბარათთან დაკავშირებით და ჩვენთვის იგი ხელმიუწვდომელია, რადგან თქვენი საბანკო ბარათი პარტნიორი ბანკის კონტროლის სფეროს განეკუთვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები და ასევე ვცდილობთ კავშირები დავამყაროთ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც იგივენაირად უდგებიან ამ საკითხს. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმენაირ გარანტიას ვებგვერდისათვის ან ვებგვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია.

14. იურისდიქცია

14.1 წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით და ვებგვერდის საშუალებით ჩვენი მომსახურების მიღებისას ითვლება, რომ ხელშეკრულება დადებულია საქართველოში, კერძოდ ქ.თბილისში.

14.2 მხარეთა შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.

14.3 ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ წარმოშობს თქვენსა და ჩვენს შორის პარტნიორობას, სამსახურებრივ ურთიერთობას ან წარმომადგენლობას. წინამდებარე ხელშეკრულებას არ გააჩნია მესამე მხარე ბენეფიციარი. თქვენ არ შეგიძლიათ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ან ხელშეკრულებით თქვენთვის მონიჭებული უფლებები და მოვალეობები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეთ მესამე მხარეს ჩვენი წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე. თქვენს მიერ ასეთი ქმედების ნებისმიერი მცდელობა იქნება ბათილი. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე ნაწილი მიჩნეულ იქნება ბათილად ან აღსასრულებლად გამოუსადეგრად, მაშინ ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი შედგენილ იქნება შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენი ნაწილები დარჩება ძალაში.

15. ხელშეკრულების შეწყვეტა/ცვლილება

15.1 ხელშეკრულებაში დაგეგემილი ცვლილება ძალაში შედის ხელშეკრულებისთვის დადეგნილი ფორმით (ვებგვერდზე) გამოქვეყნების დღიდან 1(ერთი) თვის შემდეგ. აღნიშნული არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ხორციელდება საგადახდო მომსახურების საკომისიოს ოდენობის ცვლილება თქვენს სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ საგადახდო მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას.

15.2 ცვლილებას მიეთითება ვებ გვერდზე განთავსების თარიღი.

15.3 ხელშეკრულებაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება ჩაითვლება თქვენთან შეთანხმებულად, თუ ცვლილების ძალაში შესვლამდე არ შეგვატყობინებთ, რომ არ ეთანხმებით დაგეგმილ ცვლილებებს. ჩვენს მიერ შეთავაზებული ცვლილებები ჩაითვლება თქვენს მიერ დადასტურებულად, თუ ცვლილების ამოქმედებამდე შეთავაზებულ პირობებზე არ განგვიცხადებთ უარს. ცვლილებების ამოქმედებამდე უფლებამოსილი ხართ შეწყვიტოთ ხელშეკრულება დაუყოვნებლივ, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისათვის განსაზღვრული ყოველგვარი საკომისიოს, ხარჯის და პირგასამტეხლოს გადახდის გარეშე. თავის მხრივ, ცვლილებებზე უარის შემთხვევაში ჩვენ უფლება გვაქვს შევწყვიტოთ ხელშეკრულება ცვლილებების ამოქმედების თარიღის შემდეგ.

15.4 თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. თქვენთვის შეწყვეტა არ წარმოშობს რაიმე დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს ჩვენს წინაშე. ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შეგატყობინებთ არანაკლებ ერთი თვით ადრე.

15.5 ჩარჩო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, საგადახდო მომსახურებისთვის რეგულარულად გადასახდელი საკომისიოს გადახდა მოხდება მხოლოდ გაწეული საგადახდო მომსახურების პერიოდის პროპორციულად. თუ საგადახდო მომსახურების საკომისიო თქვენს მიერ გადახდილია წინასწარ, მაშინ აინაზღაურებთ ზედმეტად გადახდილი თანხა.

15.6 ჩვენ უფლება გვაქვს გაგიუქმოთ paybox.ge-ზე თქვენი ანგარიში, იმ შემთვევაში თუ 1 წლის განმავლობაში არ შეხვალთ თქვენს ანგარიშზე ან/და 1 წლის განმავლობაში არ მოხდება თქვენს ანგარიშზე თანხის დარიცხვა. გაუქმების შესახებ შემტყობინება გამოიგზავნება ანგარიშზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ან/და ელ-ფოსტის მისამართზე.

16. დამატებითი ინფორმაცია

სს „ნოვა ტექნოლიჯი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 248429598
სარეგისტრაციო ნომერი: 0002-9004 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 დეკემბრის N84 განკარგულება.

საზედამხედველო ორგანოები:
საქართველოს ეროვნული ბანკი, ვებგვერდის მისამართი: www.nbg.gov.ge
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ვებგვერდის მისამართი: www.fms.gov.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
საზედამხედველო ორგანოები არცერთ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელნი ჩვენს მიერ ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ 2016 წლის 06 იანვრის №1/04 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი“-თ განსაზღვრული ინფორმაცია და ინფორმაცია ჩარჩო ხელშეკრუელბის პირობების შესახებ, რომელიც თქვენთვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში ვებ გვერდის (www.paybox.ge) საშუალებით.

ხელშეკრულება ან/და მიმდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობები ჩვენს შორის რეგულირდება ქართულ ენაზე.

17. საკონტაქტო ინფორმაცია

ცხელი ხაზი: (+032) 2 20 30 00; (+032) 224 45 00
ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი 0102, ქ. თბილისი უზნაძის ქ. 37;
ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@paybox.ge
საქართველო, თბილისი 0102, ქ. თბილისი უზნაძის ქ. 37
ვებგვერდის მისამართი: www.novatech.ge; www.paybox.ge;