ექაუნთის დაბლოკვა ნიშნავს ნებისმიერი საშუალებიდან ექაუნთზე წვდომის შეზღუდვას. ექაუნთის სრული დაბლოკვა შესაძლებელია ვებ გვერდიდან. დროებით დაბლოკვა ქოლ ცენტრში დარეკვით ( ბლოკირების დრო 6 საათი). ქოლ ცენტრში დარეკვით ექაუნთის დროებით დასაბლოკად აუცილებელია კომპანიის ოპერატორისთვის იუზერნეიმის, მეილისა და ბოლო ტრანზაქციის დეტალების(დანიშნულება, თანხა) დასახელება. ექაუნთის განსაბლოკად მომხმარებელი მოდის სათაო ოფისში პირადობის მოწმობასთან ერთად. მომხმარებელი ავსებს სპეციალურ ფორმას ქოლ ცენტრის ბექ ოფისში (მომხმარებლის ინფორმაცია: სახელი, გვარი, მეილი, იუზერნეიმი, მობილური). აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ხდება ექაუნთის აღდგენა და ვერიფიკაცია.