დასახელება: ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტი
ბოლო ვადა: 18.08.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების განყოფილების უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ანალიზი, დაკვირვება და მომზადება
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების ოპტიმიზაცია
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესაბამისი პროცედურების შემუშავება
** ოპტიმიზირებული და ძველი სქემების შედარებითი ანალიზის მომზადება
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების გაუმჯობესება, მაქსიმალური ეფექტურობის მიღწევა
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების რეგულარული გადახედვა, არაეფექტური სფეროების გამოვლენა და მათი ოპტიმიზაცია
** კომპანიაში შექმნილი პრობლემების დეტალური ანალიზი
** კომპანიის წინაშე არსებული რისკების ანალიზი და მათი შემცირების და აღმოფხვრისთვის აუცილებელი რეკომენდაციების გაცემა
** პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** გამოცდილება პროექტების მართვის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** გამოცდილება პროგრამული არქიტექტურის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ლიდერის თვისებები
** ანალიტიკური აზროვნება
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** მაღალი მოტივაცია
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დათქმული ვადების დაცვით მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 18 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.