დასახელება: .Net დეველოპერი
ბოლო ვადა: 14.09.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის (NET Developer) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** NET პლატფორმასთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (C#, WCF);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (Oracle/MS-SQL);
** გამოცდილება ვებ დეველოპმენტში ჩაითვლება უპირატესობად (ASP.NET, JavaScript, HTML, AJAX, CSS, XML)

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 14 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.