დასახელება: პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
ბოლო ვადა: 25.08.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას პროვაიდერებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის (პროექტების მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროვაიდერი კომპანიების მოძიება და ინტეგრაციის პირობებზე მოლაპარაკება
** პროვაიდერებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
** პროვაიდერების საგადამხდელო სისტემაში ჩართვა
** პროვაიდერებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება
** ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი
** პროვაიდერ კომპანიებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გამოცდილება IT პროექტების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Power Point , Word, Excel, Outlook)
** ქართული და ინგლისური - წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა. რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ფლობა

საჭირო უნარები:

** ორგანიზებული
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით
** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** ანალიტიკური აზროვნების მქონე

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 25 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.