დასახელება: ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
ბოლო ვადა: 03.09.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ეროვნულ ბანკთან ურთიერთობა, კომპანიის წარდგენა მარეგულირებელთან ურთიერთობაში, შეხვედრებზე და განხილვებზე;
** ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ბრძანებების აქტებისა და სხვა საკანონმდებლო დოკუმენტების დროული მიღება, ანალიზი და ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების ჭრილში განხილვა;
** ეროვნული ბანკიდან მიღებული მოთხოვნების დამუშავება, ბიზნესის ენაზე ტრანსფორმირება, პროექტების ინიცირება და მენეჯმენტი;
** ცალკეული განყოფილებების საქმიანობის ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა და პროცესის მონიტორინგი;
** კომპანიის საქმიანობისა და მიმდინარე პროცესების ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შესაბამისი კონტროლი;
** ფინანასური მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემების მართვა;
** ფინანსური რისკების შეფასება, საჭირო მოდელების შექმნა/შემუშავება;
** კომპანიის ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის განყოფილებისა და ბორდის ხელმძღვანელობა, საქმიანობის გადანაწილება და შესრულების კონტროლი.
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკური ან იურდიული მიმართულებით;
** აუცილებლია ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ეროვნულ ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS office ის ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა

საჭირო უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება
** მენეჯერული უნარები
** მულტითასქინგი
** კომუნიკაბელურობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** სხარტი აზროვნება
** პრიორიტეტების სწორად განაწილები უნარი
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** ორგანიზებულობა
** დროის მენეჯმენტი
** შრომისმოყვარეობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ჯამური სურათის ხედვის უნარი
** გუნდურობა და გუნდის მოტივირების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 03 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.