დასახელება: ბუღალტერი
ბოლო ვადა: 26.08.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშა საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალების აღრიცხვა;
** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება;.
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ზედნადებებისა და საფ-ის გამოწერა-დამუშავება rs.ge-ზე, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალების აღრიცხვაში მუშაობის გამოცდილება)
** ACCA-ს პირველი დონის შესაბამის ცოდნის ფლობა;
** საბუღალტრო პროგრამა Oris-ის და ექსელის სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე IFRS-ის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@novatech.ge 2017 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.