დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
ბოლო ვადა: 30.08.2017
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროცესებისა და ინსტრუქციების შესწავლა;
** კომპანიის დეპარტამენტების მიხედვით პროცესების კონტროლი და შესაბამისი წერილობითი მოხსენების მომზადება;
** ხარვეზებისა და გადაცდომების არსებობის შემთხვეაში მისი გამოვლენა და რეკომენდაციის მომზადება ხელმძღვანელთან ერთად;
** ეროვნული ბანკის რეგულაციების შესაბამისი წესებისა და ინსტრუქციების კონტროლი რისკების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
** ოპერაციების დეპარტამენტის შესაბამის სპეციალისტებთან მუშაობა ეროვნული ბანკის რეგულაციების თემატიკაზე;
** კომპანიის რეგიონული რგოლების კონტროლი შესაბამის ჯგუფთან ერთად;
** სატერმინალო ქსელის პერიოდული შემოწმება, შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით;
** კონკრეტული შემოწმებების შედეგად წერილობითი დასკვნების მომზადება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** MS OFFICE მაღალ დონეზე ცოდნა
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია მცირე გუნდის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.