F.A.Q.
Nova

რას წარმოადგენს paybox.ge ? up

paybox.ge არის ონლაინ გადახდების ვებ გვერდი, სადაც შეგიძლიათ განახორციელოთ სს. „ნოვა ტექნოლოჯის“ ყვითელ PayBox-ებში არსებული, 200-ზე მეტი პროდუქტის (მობილური ოპერატორები, ტოტალიზატორები, კომუნალურები, ჯარიმები, საბანკო სერვისები, ამანათები და სხვა) საფასურის გადახდები 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერი წერიტილიდან, სადაც ინტერნეტია.

რა საშუალებებით შემიძლია გადახდის განხორციელება? up

გადახდა შესაძლებელია VISA და MasterCard-ის პლასტიკური ბარათებითა და ელექტრონული საფულის, paybox.ge ბალანსის მეშვეობით.

რატომ ვერ ვახდენ გადახდას ჩემი ბარათით? up

იმისათვის, რომ paybox.ge-დან განახორციელოთ გადახდა, თქვენი პლასტიკური ბარათი უნდა იყოს VISA ან MasterCard. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ბარათზე გაქვთ თანხის საკმარისი ოდენობა. თუ ისევ ვერ ახერხებთ გადახდას, შემდეგ მიმართეთ ბარათის გამომშვებ ბანკს და გადაამოწმეთ გაქვთ თუ არა გააქტიურებული ონლაინ გადახდების ფუნქცია.

რატომ ვერ ვიხდი paybox.ge ბალანსით? up

paybox.ge ბალანსით გადახდა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის. დარწმუნდით, რომ გავლილი გაქვთ ავტორიზაცია (შესული ხართ თქვენი სახელით და პაროლით) და თქვენ paybox.ge ბალანსზე თანხა შევსებულია.

როგორ შევავსო paybox.ge ბალანსი? up

paybox.ge ბალანსის ელექტრონული საფულის ანგარიშზე თანხის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი PayBox-იდან საქართველოს მასშტაბით. „paybox.ge ბალანსი“-ს არჩევა შეგიძლიათ ფეიბოქსის მთავარ გვერდზე, ეკრანის მარჯვენა მხარეს, ან „სხვადასხვა“ კატეგორიაში. შეიყვანეთ თქვენი 6-ნიშნა ანგარიშის ნომერი და შეიტანეთ სასურველი თანხა. გადახდა მომენტალურად აისახება თქვენს ანგარიშზე.

როგორ დავაგროვო ქულები? up

ქულების დაგროვებას შეძლებთ paybox.ge ბალანსით გადახდის შემთხვევაში. ამისათვის უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდზე. თითოეულ გადახდაზე დაგერიცხებათ 20 ქულა. დღის განმავლობაში მაქსიმუმ 5 ტრანზაქციაზე არის შესაძლებელი ქულების დარიცხვა.

რა უპირატესობები აქვთ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს? up

თუ თქვენ დარეგისტრირდით:
- გაქვთ საშუალება გადახდა განახორციელოთ paybox.ge ბალანსით, ბარათის მომსახურების საკომისიოს გარეშე;
- შეგიძლიათ ყველა სასურველი პროდუქტი მოათავსოთ „კალათაში“ და ერთიანად მოახდინოთ მათი გადახდა;
- შეგიძლიათ შექმნათ ხშირი გადახდის შაბლონები, საიტს დაამახსოვრებინოთ ყველა საჭირო ნომერი, რაც დაგავიწყებთ ქვითრების არსებობას;
- გაქვთ საშუალება ნებისმიერ დროს გაეცნოთ თქვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ნუსხას, ნახოთ სტატუსი, შეამოწმოთ ელ. ქვითრები და ა.შ;
- შეგიძლიათ მოახდინოთ ბარათის ვერიფიკაცია (დამოწმება) და შეავსოთ ელექტრონული საფულის ტიპის ანგარიშები ბარათის მეშვეობით;
- გაქვთ საშუალება თქვენი paybox.ge ბალანსიდან თანხა გადაურიცხოთ სხვებს;

როგორ დავრეგისტრირდე? up

შებრძანდით „რეგისტრაცია“-ში. შეავსეთ ყველა საჭირო ველი და დააჭირეთ „რეგისტრაციას“. თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ აქტივაციის ლინკს, რომელზე დაჭერითაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება და გადამისამართდებით www.paybox.ge-ზე

ჩემი მობილური ტელეფონის ნომრით ვერ ვრეგისტრირდები, როგორ მოვიქცე? up

- თუკი ერთხელ მაინც შეიყვანეთ თქვენი ნომერი ფეიბოქსის „კაბინეტში“, თქვენი ანგარიში უკვე დარეგისტრირებულია www.paybox.ge-ზეც. იმისათვის, რომ ისარგებლოთ „კაბინეტით“ გადადით მთავარ გვერდზე, შეიყვანეთ მობილურის ნომერი და დააჭირეთ sms კოდის გაგზავნას. მიღებული კოდი ჩაწერეთ შესაბამის ველში მობილურის ნომრის ქვემოთ და დააჭირეთ „შესვლა“-ს.
- თუკი აღნიშნული ნომრით არ გაგივლიათ რეგისტრაცია არც ფეიბოქსის „კაბინეტში“ და არც საიტზე www.paybox.ge, ხოლო ნომერი ნამდვილად თქვენ გეკუთვნით, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 220 3000.

როგორ შემიძლია მოვითხოვო ბარათის ლიმიტის გაზრდა? up

ავტორიზაციის გავლის შემდეგ შედით „ჩემ კაბინეტში“ და აირჩიეთ „ჩემი ბარათები“. სასურველი ბარათის გასწვრივ დააჭირეთ „ლიმიტის გაზრდას“. შეავსეთ სათანადო ფორმა და დააჭირეთ „გაგზავნას“. ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ ბარათის ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობის შესახებ.